შაბათის სკოლა

📣 თბილისის თავისუფალი სკოლა (კახა ბენდუქიძის კამპუსი, დირექტორი - თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეკანი, პროფესორი ამირან ამბროლაძე) აცხადებს მიღებას შაბათის დისტანციურ სკოლაში შემდეგი მიმართულებებით:

  • მათემატიკა და ლოგიკა (II – XI კლასები)
  • პროგრამირება (II – XII კლასები)
  • ინგლისური ენა (II – XII კლასები)
  • ინგლისური ენა და Native Speaker (II – XII კლასები, საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა)
  • ჩინური ენა (II – XII კლასები)
  • გერმანული ენა (II – XII კლასები)
  • რუსული ენა (II – XII კლასები)

📢 თითოეულ მიმართულებაში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორ-ორი 40-წუთიანი გაკვეთილის სახით. განრიგი იქნება მოქნილი.

📢 გვეყოლება მცირერიცხვოვანი ჯგუფები - ჯგუფში 8-10 მოსწავლე.

📢 მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერი ან სმარტფონი ვიდეოკამერით.

📢 ბავშვებს ასწავლიან თბილისის თავისუფალი სკოლის პედაგოგები. შაბათის სკოლის ხელმძღვანელია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ამირან წაქაძე.

📣 ერთი მიმართულებით სწავლის წლიური ღირებულებაა 800 ლარი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე საცდელად დასწრება.

დედმამიშვილების შემოყვანის ან ორი მიმართულების არჩევის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

📣 მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს პანდემიის  გამო შეწყვიტეს სწავლა, უფასოდ მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.

მეცადინეობები დაიწყება ოქტომბრის დასაწყისში და გაგრძელდება მაისის ბოლომდე.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/XEgNrYKTU1sdpoeU6

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

598 99 33 99

📩 info@free.edu.ge